LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთში რუსულ მანქანებს დააჯარიმებენ

116
ესტონეთი

ესტონეთი ითხოვს, რომ რუსული ნომრების მქონე ავტომობილებმა რეგისტრაცია შეიცვალონ. ასეთი მანქანების მეპატრონეებს ორი გზა აქვთ, ადგილობრივი ნომერი აიღონ ან სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის ჯარიმა 400 ევრომდე იქნება. რუსული ნომრების მქონე მანქანების კონფისკაციაზე საუბარი ესტონეთში ჯერ-ჯერობით არ არის.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ამოქმედდა.

წინა წლის მონაცემებით, ესტონეთში რუსული რეგისტრაციის მქონე 83 ავტომობილია დარეგისტრირებული. 2024 წლის გასული 2 თვის ჯამში ამ რიცხვს კიდევ 13 მანქანა დაემატა. ამჟამად კი მათ მფლობელებს ორი გზა აქვთ, სატრანსპორტო საშუალება  გადაარეგისტრირონ ან ქვეყანა დატოვონ, სხვა შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები