ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის დაცვა გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ამის გაკეთება იოლი არ აღმოჩნდა. პირენეელებმა ჩეხეთთან დაპირისპირებაში ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი მატჩის მიწურულს გაიტანეს. გოლი ბარსელონური გამოდგა: 87-ე წუთზე ინიესტას პასით ჟერარდ პიკემ თავით შეაგდო.
ესპანეთი-ჩეხეთი 1:0 (0:0)
ტულუზი. “სტად დე ტულუზი”
გოლი: 1:0 პიკე (87)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ფაბრეგასი (ტიაგო ალკანტარა 70), ბუსკეტსი, ინიესტა; სილვა, მორატა (ადურისი 70), ნოლიტო (პედრო 82)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ჩეხეთი (4-3-2-1): ჩეხი; კადერაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პლაშილი, დარიდა, გებრე სელასი (შურალი 86); როსიცკი (პაველკა 88), კრეიჩი; ნეციდი (ლაფატა 75)
მწვრთნელი: პაველ ვრბა
გაფრთხილება: ლიმბერსკი (61)
მსაჯი: მარჩინიაკი (პოლონეთი)
https://www.youtube.com/watch?v=0S7KVTIdLIU