LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: იტალია – ესპანეთი 2:0 (ვიდეო)

37

ევროპის ჩემპიონი შინ მიდის, ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება. იტალიამ შემართებით, სწორი ტაქტიკით, დისციპლინით სრულიად დამსახურებულად მოუგო ბოლო წლების ევროპული ფეხბურთის უდაო დომინანტს ესპანეთის ნაკრებს, რომელიც თავის მხრივ ვაღიაროთ, აღარ არის ისეთი ძლევამოსილი, როგორც ცოტა ხნის წინ იყო. იტალიამ ბევრი არაფერი გააბედვინა მეტოქეს (ესპანეთმა მხოლოდ ერთი მონაკვეთი ჩაატარა მაღალ დონეზე, როდესაც რამდენიმე ხიფათი შექმნა), თავად კი თავდაჯერებული და მოტივირებული თამაშობდა და დაუფასდა კიდეც. ახლა იტალიას გერმანია ელოდება, რომელსაც ასევე ხშირად ამწარებს ხოლმე.

იტალია – ესპანეთი 2:0 (1:0)
სენ დენი, “სტად დე ფრანსი”. მაყურებელი: 76 165

იტალია: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი (დარმიანი 84), პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა 53), ჯაკერინი, დე შილიო; ედერი (ინსინიე 82), პელე
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ჟორდი ალბა; ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა; სილვა, მორატა (ვასკესი 70), ნოლიტო (ადურისი 46, პედრო 82))
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლები: 1:0 კიელინი (33), 2:0 პელე (90)
გაფრთხილება: დე შილიო (24), პელე (33), ტიაგო მოტა (89) – ნოლიტო (41), ბუსკეტსი (89), სილვა (90)

მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

 

https://www.youtube.com/watch?v=RiFz3-gyVYY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები