ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად მასპინძელი გუნდის თამაშით გაიხსნა. საფრანგეთმა დაძაბულ და რთულ შეხვედრაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ულამაზესი დარტყმით მატჩის მიწურულს პაიემ გაიტანა და სამფეროვანებს პირველი სამი ქულა მოუტანა.
საფრანგეთი – რუმინეთი 2:1 (0:0)
10 ივნისი. სენ-დენი. სტადიონი „სტად დე ფრანსი“.
საფრანგეთი: ლორისი (კ), ევრა, რამი, კოშიელნი, სანია, კანტე, გრიზმანი, პაიე, მატუიდი, პოგბა (მარსიალი, 78), ჟირუ.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
რუმინეთი: ტატარუშანუ, რაცი, ჰობანი, კირიკეში (კ), პინტილი, სტანჩუ (ჩიპჩუ, 72), ანდონე (ალიბეკი, 62), პოპა, გრიგორე, საპუნარუ, სტანკუ.
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ.
გოლები: 1:0 ჟირუ (57), 1:1 სტანკუ (65, პენ.), 2:1 პაიე (89).
გაფრთხილებები: კირიკეში (33), რაცი (45), ჟირუ (68), პოპა (79).
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
https://www.youtube.com/watch?v=tHMCL8Scxws