უფრო გამოცდილმა და უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა შვეიცარიამ აუცილებლად მოსაგები თამაში მოიგო, თუმცა ამის გაკეთება მებრძოლ ალბანეთთან არც თუ მარტივი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელებმა ანგარიში მალევე გახსნეს (მე-5 წუთზე ფაბიან შერმა გაიტანა) და შემდეგ ალბანელებს კაციც გაუგდეს (37-ე წუთზე ლორიკ ცანა გააძევეს), ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებს გათანაბრების შანსი არაერთხელ მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირების ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა: სხვადასხვა ქვეყნის სახელით ერთმანეთის წინააღმდეგ ძმებმა ითამაშეს. ალბანელთა ღირსებას ტაულანტ ჯაკა იცავდა, შვეიცარიელებისას – გრანიტ ჯაკა.
https://www.youtube.com/watch?v=r9Qg6OVLneQ