LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე ფიქრობს

122
ევროკავშირი ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე ფიქრობს

ბელარუსში ძვირადღირებული ევროპული ავტომობილების შეტანას აკრძალავენ. შესაბამისი აკრძალვა, დიდად სავარაუდოა, რომ ანტირუსული სანქციების ახალ პაკეტში იყოს გათვალისწინებული. დღეისთვის ევროპელი ავტომწარმოებლები პრემიულ სატრანსპორტო საშუალებებს ბელარუსში ყოველგვარი პრობლემების გარეშე ყიდიან. უფრო მეტიც, ბოლო 2 წელში ევროპიდან ავტო-ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა.

2022 წლის იანვარში ევროპულმა ქვეყნებმა ბელარუსში 50 მილიონი დოლარის ავტომობილის ექსპორტი შეძლეს. 2 წლის შემდეგ მანქანების შედინება 268 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ყველაზე დიდი მოთხოვნა ძვირადღირებულ მანქანებზეა, ისეთებზე რომელთა შეტანაც რუსეთში აკრძალულია. ყველაზე მეტი პრემიული სეგმენტის სატრანსპორტო საშუალება ბელარუსში პოლონეთიდან და გერმანიიდან მოხვდა.

ევროპარლამენტი ფიქრობს, რომ ბელარუსის დახმარებით რუსეთი არსებულ სანქციებს გვერდს უვლის და ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები