ევროკავშირის ავტო სამიტზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მომავალში რეგიონში ძირითადი სატრანსპორტო საშუალებები აუცილებლად ელექტრომობილები იქნება.
Euronews-ის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები და ავტო ინდუსტრიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა – მაღალი ფასები, სარემონტო ინფრასტრუქტურის დეფიციტი და მომხმარებელთა სკეპტიციზმი – სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება.
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წინააღმდეგობა იქნება, საავტომობილო მომავალი მაინც ელექტროა,“ – განაცხადეს სამიტზე.
ევროკავშირის ქვეყნებში უკვე მიღებულია რეგულაციები, რომ 2035 წლიდან ბენზინისა და დიზელის ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვა შეწყდეს, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ შეღავათები მოითხოვა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ევროპის მწარმოებლებმა კონკურენცია გაუწიონ ჩინურ ბრენდებს, რომლებიც იაფფასიანი ელექტრომობილებით ბაზარს ძალიან სწრაფად იკავებენ.