LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ინგლისად იქცა: ევროპის ლიგა საინტერესო ფაქტებში

99
Capture

ევროპის ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ისე მოხდა, რომ მთავარი ბრძოლა გერმანიაში შედგა, სადაც „აინტრახტმა“ საბოლოოდ მაინც ჯობა „ბენფიკას“, ოღონდ… ახალი სკანდალი მსაჯის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
პირველი გოლი გერმანელებმა შესაძლოა წესების დარღვევით გაიტანეს. 37-ე წუთზე გაჩინოვიჩმა საჯარიმოს გარედან გაუქანა და ძელს მოარტყა. გამოვარდნილ ბურთს კოსტიჩმა მიასწრო და თითქმის ცარიელ კარში შეაგდო. საქმე კი ისაა, რომ გამეორებაზე ჩანს, რომ ის ნახევარ მეტრში დგას მცველების ზურგს უკან და თამაშგარეც აშკარაა.

ევროპის ლიგაზე VAR არ მოქმედებს. მას ერთადერთხელ ფინალში გამოიყენებენ.

ჩელსი-სლავია 4:3 (1:0)
გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 დელი (10-საკ. კარში), 3:0 ჟირუ (17), 3:1 სუჩეკი (26), 4:1 პედრო (27), 4:2 სევჩიკი (51), 4:3 სევჩიკი (55)

აინტრახტი-ბენფიკა 2:0 (2:4)
გოლები: 1:0 კოსტიჩი (37), 2:0 როდე (67)

ნაპოლი-არსენალი 0:1 (0:2)
გოლი: 0:1 ლაკაზეტი (36)

ვალენსია-ვილიარეალი 2:0 (3:1)
გოლები: 1:0 ლატორე (13), 2:0 პარეხო (54)

ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა ევროთასების ნახევარფინალში ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად.

„ჩელსიმ“ 15 მატჩამდე გაზარდა ევროპის ლიგაზე წაუგებელი სერია, რითაც ტურნირის რეკორდი გაიმეორა.

სარი სამწვრთნელო კარიერაში პირველად გავიდა ევროთასების ნახევარფინალში.

მაურიციო სარი: „მე მოვიგე 18 მატჩი ევროპის ლიგაზე 22-დან, მაგრამ მთვლიან მწვრთნელად, რომელიც ევროთასების დონეს არ შეესაბამება“.

ოლივიე ჟირუ მეორე ფეხბურთელია მესის შემდეგ, რომელმაც ამ სეზონში ევროთასებზე 10 გოლი გაიტანა.

პედრო, რომელმაც დუბლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, ევროპა ლიგის კვირის მოთამაშეობაზე აცხადებს პრეტენზიას.

პირველად ისტორიაში „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ევროთასების ნახევარფინალამდე მივიდნენ ერთ სეზონში.

„არსენალი“ ევროთასების ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა ბოლო 24 წელიწადში.

„აინტრახტი“ ევროთასების ნახევარფილში პირველად გავიდა ბოლო 39 წლის განმავლობაში. მაშინ გერმანელებმა უეფას თასი მოიგეს.

 

ნახევარფინალი

2 მაისი
არსენალი-ვალენსია
აინტრახტი-ჩელსი

9 მაისი
ვალენსია-არსენალი
ჩელსი-აინტრახტი

ფინალი 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები