LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა მარტო ინგლისია: ბაქოში ლონდონი ჩავა

282
LONDON, ENGLAND - MAY 09:  Gonzalo Higuain of Chelsea and teammates run to celebrate winning the penalty shoot out during the UEFA Europa League Semi Final Second Leg match between Chelsea and Eintracht Frankfurt at Stamford Bridge on May 09, 2019 in London, England. (Photo by Clive Mason/Getty Images)

ევროპის ლიგის ფინალისტები ცნობილია: ორივე გუნდი ინგლისიდანაა, მეტიც, ორივე ფინალისტი ლონდონური კლუბია. ასეთი რა კი ხშირად არ ხდება.

ევროთასების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ორივე ევროთასის ფინალში ყველა ოთხივე გუნდი ერთი ქვეყნიდან ითამაშებს. აქედან სამი ლონდონურია.

 

ჩელსი-აინტრახტი 1:1, პენ. 4:3 (1:1)

გოლები: 1:0 ლოფტუს-ჩიკი (28), 1:1 იოვიჩი (49)
პენალტების სერია: 0:1 ჰალერი, 1:1 ბარკლი, 1:2 იოვიჩი, 1:2 ასპილიკუეტა (მეკარე), 1:3 დე გუსმანი, 2:3 ჟორჟინიო, 2:3 ჰინტერეგერი (მეკარე), 3:3 დავიდ ლუიზი, 3:3 პასიენსია (მეკარე), 4:3 აზარი

ვალენსია-არსენალი 2:4 (1:3)
გოლები: 1:0 გამეირო (11), 1:1 ობამეიანგი (17), 1:2 ლაკაზეტი (50), 2:2 გამეირო (58), 2:3 ობამეიანგი (69), 2:4 ობამეიანგი (88)

ევროპის ლიგის ფინალი 29 მაისს ბაქოში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს მადრიდშია, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“.

 

 

„ჩელსი“ ევროთასების ფინალში ბოლო 6 წელიწადში პირველად გავიდა, „არსენალი“ – 13 წლიანი პაუზის შემდეგ.

მაურისიო სარი და უნაი ემერი ევროთასების ფინალში პრემიერლიგაში თავიანთ სადებიუტო სეზონში გავიდნენ.

ემერი ევროპის ლიგის ფინალში მეოთხედ ითამაშებს. წინა სმი მან მოიგო.

ობამეიანგი „არსენალის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა ევროთასების ნახევარფინალში.

ლუკა იოვიჩმა ევროპის ლიგაზე მეათე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა რბოლაში პირველობას იყოფს ჟირუსთან და ბენ-იედერთან.

ინგლისური გუნდი ევროპის ლიგას მოიგებს მეორედ ბოლო სამ სეზონში. 2016/17 წლების სეზონში თასი „მანჩესტერმა“ აიღო.

წინა 5 სეზონიდან ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის 10 ფინალიდან 9-ში ესპანური გუნდები იგებდნენ.

 

 

ედენ აზარი: „ევროთასების ნახევარფინალის მოგება მარტივად არ ხდება. „ჩელსი“ მოხარულია პენალტებით მოგებითაც“.

კეპა არისაბალაგა: „პენალტები ყოველთვის იღბალზეა. დღეს „ჩელსის“ გაუმართლა“.

 

მაურისიო სარი: „ინგლისური გუნდისთის მარტივი არ არის სეზონის ბოლოს მაღალი დონის ჩვენება – აქ უფრო მეტს თამაშობენ“.

უნაი ემერი: „ჩემმა წარსულმა წარმატებამ ევროპის ლიგაზე გამოცდილება მომიტანა, რომლითაც უნდა ვისარგებლო“.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი: „არსენალმა გასული სეზონის გაკვეთლები ისწავლა და შეცდომები არ გაიმეორა“.

ალეკსანდრ ლაკაზეტი: „გვინდა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ და ტროფეი ავიღოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები