ევროპულმა კომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც Covid-19-ის პანდემიის, ასევე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების ტურისტულ ინდუსტრიაზე გავლენაა გაანალიზებული. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ევროპულ ქვეყნებში ტურისტების შედინება კოვიდამდე მაჩვენებელს მხოლოდ 2025 წლისთვის დაუბრუნდება.
წელს ტურისტული მოგზაურობების რაოდენობა ევროპაში 43%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში,
ყველაზე დიდი ჩამორჩენა ამ მხრივ – სერბეთს და თურქეთს აქვს. ხოლო იმ ქვეყნებს შორის რომლებსაც ტურიზმის სფეროში ნაკლები დანაკარგი ჰქონდათ – ბულგარეთი, ავსტრია, ესპანეთი, ხორვატია და მონაკო ლიდერობენ.
შექმნილ არც თუ ისე მარტივ ვითარებაში, ბევრმა ქვეყანამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაც კი დაიწყო, რამაც ტურიზმის სწრაფ აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.