ევროკომისია საბოლოო გეგმას უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს, მაგრამ უკვე ცნობილია მთავარი – შიდა წვის ძრავები 2035 წლის შემდეგაც იცოცხლებენ. სრული აკრძალვა აღარ იგეგმება.
რა შეიცვალა?
ევროპის სატრანსპორტო სექტორის ხელმძღვანელმა აპოსტოლოს ციციკოსტასმა, დაადასტურა:
ავტო კომპანიებს კვლავ მიეცემათ უფლება აწარმოონ შიდა წვის ძრავა,
მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ძრავები ნახშირბად-ნეიტრალურ საწვავზე იმუშავებენ.
რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვები იქნება მხოლოდ სინთეტიკური ან ბიო საწვავი
მინიმალური გამონაბოლქვი
ნულოვანი CO₂ ბალანსი
ტრადიციული ბენზინი/დიზელი – წარსულს ჰბარდება.
გამოდის, რომ ევროპულ ავტოინდუსტრიას ეკო-ალტერნატივებზე გადართვას აიძულებენ.
ჰიბრიდებზე რა გადაწყდება?
ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, დარჩება თუ არა გამოსავალი ჰიბრიდებისთვის, დოკუმენტში მოგვიანებით დაზუსტდება.
ციციკოსტასი იმასაც ამბობს, რომ ბრიუსელი უფრო ძლიერად დააფინანსებს ბიუჯეტურ ელექტრომობილებს, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ დაბალფასიან ჩინურ მოდელებს.
რატომ გადაიფიქრეს აკრძალვა?
თანამშრომლობა რთულია: რამდენიმე ბრენდმა განაცხადა, რომ სრული ელექტრიფიკაცია 2035-მდე დაუჯერებლად ამბიციურია.
საწვავის მწარმოებლები უკვე მუშაობენ სინთეტიკურ ვარიანტებზე, თუმცა ეს ტექნოლოგია ჯერ ძვირი და რთული დასამზადებელია.
პარალელურად, საფრანგეთი და ესპანეთი მაინც მიიჩნევენ, რომ ევროპამ ელექტრომობილების კურსი ბოლომდე არ უნდა შეცვალოს, რადგან ამისთვის უკვე მილიარდები დაიხარჯა.