LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპალიგა მერვედფინალში დაწყვილდა: კარგი წყვილები ერთი გამორჩეულით

29

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. აი ასეთი შედეგები დაჯდა:

ლაციო (იტალია) – დინამო (უკრაინა)

ლაიპციგი (გერმანია) – ზენიტი (რუსეთი)

ატლეტიკო (ესპანეთი) – ლოკომოტივი (რუსეთი)

ცსკა (რუსეთი) – ლიონი (საფრანგეთი)

მარსელი (საფრანგეთი) – ბილბაო (ესპანეთი)

სპორტინგი (პორტუგალია) – პლზენი (ჩეხეთი)

დორტმუნდი (გერმანია)- ზალცბურგი (ავსტრია)

მილანი (იტალია) – არსენალი (ინგლისი)

ასეთ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან და წყვილებიც მეტ-ნაკლებად თანაბარია, მაგრამ დღევანდელმა წილისყრამ ერთი გამორჩეული წყვილი მაინც გამოავლინა: ალბათ “მილანისა” და “არსენალის” დაპირისპირებას გულშემატკივარი უფრო მეტად დაელოდება.

უეფას გადაწყვეტილებით რუსეთისა და უკრაინის გუნდების სხვადასხვა წყვილებში გადანაწილდნენ.

პირველი მატჩები 8 მარტს, ხოლო საპასუხოები 15 მარტს გაიმართება. წილისყრისას პირველად ამოსული გუნდები მასპინძლები იქნებიან.

ფინალი წელს 16 მაისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები