LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ დევიზი შეარჩია: რა სიტყვებით შეგულიანდებიან გუნდები

37

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მწვრთნელებმა თითქმის ჩამოყალიბებული არიან შემადგენლობებზე და გუნდები მალე დაიწყებენ ბოლო საკონტროლო შეხვედრების გამართვას.
უეფამ კი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დევიზები, დაამტკიცა, რომლებიც ავტობუსებს დაეწერება. აი ისინიც.

 

ავსტრია
კვლავაც, კვლავაც, კვლავაც ავსტრია!
(Immer wieder, immer wieder, immer wieder Österreich)
გულშემატკივრები ყოველი მატჩისას ერთხმად გაიძახიან: კვლავაც, კვლავაც, კვლავაც ავსტრია! შეგახსენებთ, ავსტრია საქართველოს ნაკრების მეტოქეა მსოფლიოს შესარჩევში.
ალბანეთი
ო, რა კარგია ალბანელობა!
(O Sa Mirë Me Qenë Shqiptar!)
ასეთი ფრაზა ჟღერს ალბანელი მომღერლის როზანა რადის სიმღერაში. საუკეთესოს გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. იყო ასეთი ვარიანტიც – “იფრინეთ არწივებო”.

 

ბელგია
ერთი გუნდი, ერთი მიზანი
(1 team – 1 ambitie)
მსგავსი დევიზით კიდევ რამდენიმე ნაკრები გამოვა ევროპის ჩემპიონატზე. ბელგიის სახელმწიფო დევიზიც დაახლოებით ასე ჟღერს: ძალა ერთობაშია.

 

გერმანია
ჩვენ გავუმკლავდებით!
(Wir meistern das!)
ეს უკომენტაროდ.

 

თურქეთი
მისია ჯერაც შესასრულებელია
(Biz Bitti Demeden Bitmez)
როგორც ჩანს, თურქებს აქამდე მიღწეული შედეგების გაუმჯობესების პრეტენზია აქვს.

 

ინგლისი
ერთი გუნდი, ერთი ოცნება
(One team, one dream)
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელებს საკმაოდ გრძელი დევიზი ჰქონდათ: “ერთი გუნდის ოცნება, მილიონების გულის გაჩერება”. ევრო 2016-სთვის დევიზი შეამოკლეს.

 

ირლანდია
ოცნება, რწმენა, მიღწევა
(Dream it. Believe it. Achieve it.)
ირლანდიელები ოცნებობენ, თუმცა თან სჯერათ, რომ ბევრის გაკეთება შეუძლიათ.

 

ისლანდია
წინ, ისლანდია
(Áfram Ísland)
ყველაზე ბანალური დევიზი. ისლანდია ხომ პირველად თამაშობს დიდ ფორუმზე.

 

იტალია
წინ, ცისფრებო!
(FORZA AZZURRI!)
ეს იტალიელთა ტრადიციული ფრაზაა. ამ დევიზის ქვეშ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც გამოდიან.

 

ესპანეთი
ერი ფერი, ერთი ვნება. ჩვენ წითლები ვართ
(Un color, una pasión. Somos la Roja.)
ესპანელი გულშემატკივრები წინა მუნდიალზე ყვიროდნენ – “ჩვენს გულებში ჩემპიონების ვნებაა”. ამჯერად დევიზში სიტყვა ჩემპიონი ამოღებულია.
არადა, ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

 

პოლონეთი
ჩვენ გვაერთიანებს ფეხბურთი
(Łączy nas piłka)
ამ ვარიანტმა აჯობა ორ ასეთ დევიზს: “მამაცი გული! ერთად გამარჯვებისკენ!” და “თეთრ-წითლებო, გაერთიანდით ფეხბურთში.”

 

პორტუგალია
ერთი გუნდი. ერთი ვნება. 11 მილიონი
გული. გაუმარჯოს პორტუგალიას!
(uma equipa. uma paixão. 11 milhões no coração. força Portugal! !)
ეს ხომ მთელი პოემაა… გულშემატკივრებმა უარი თქვეს დევიზებზე, როგორებიც იყო: “ერთი ოცნება, ერთი მიზანი. პორტუგალია – ჩემპიონია!” “დიდებული წარსული, გამარჯვებიანი მომავალი”.

 

რუსეთი
ყველა ერთისთვის ერთი ყველასთვის
«Один – за всех, и все – за одного!»
ეს დევიზი “სამ მუშკეტერში” ჟღერს. რუსებსაც სამი ვარიანტი ჰქონდათ.

 

რუმინეთი
გუნდი, სამი ფერი და მილიონი გული, რომელიც რუმინეთისთვის ძგერს
(O echipă, trei culori şi milioane de inimi care bat pentru România!)
რუმინეთის დევიზში გაერთიანებულია სამი რამ: ქვეყნის დროშის ფერებზე მინიშნება, გუნდური სული და გულშემატკივრები.

 

საფრანგეთი
თქვენი ძალა, ჩვენი ვნება
(Votre force, notre passion)
ამ სიტყვებით ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს გუნდის ემოციურ ნატურას.

 

სლოვაკეთი
ერთი ხალხი, ერთი გული, ერთი ოცნება
(Jeden národ, jedno srdce, jeden sen!)
სლოვაკებმაც ჩაატარეს საუკეთესო დევიზის გამოსავლენი კონკურსი. ერთი ვარიანტი ასეთი იყო: ერთი ბურთი, ერთი ვნება, ერთი გუნდი. დავიპყროთ ტურნირი ერთად”. მეორე ვარიანტი: “ერთად ხალხისთვის, ერთად გამარჯვებისთვის”.

 

უნგრეთი
რია, რია, უნგრეთი!
(Ria Ria Hungária!)
ორიგინალში კარგად ჟღერს: “რია, რია, ჰუნგარია!”

 

უკრაინა
ოცნება ბადებს გამარჯვებულებს!
(Мрія народжує переможців!)
უკრაინელებს შეეძლოთ ეროვნული ელემენტებით გაჯერებული სლოგანი აერჩიათ. მაგალითად: “მილიონი უკრაინული გული – თქვენი 12 ფეხბურთელი”. ან “ვთამაშობთ უკრაინისთვის! ვიბრძვით მიზნისთვის”.

 

უელსი
დრაკონები აღდგებიან
(The dragons shall rise)
ამ ქვეყნის დროშას დრაკონი ახატია. საფეხბურთო გუნდის მეტსახელიც “დრაკონებია”.

 

ჩრდილოეთ ირლანდია
თამამად მიზნისკენ
(Dare to dream)
ჩრდილოეთ ირლანდია ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტია. ამიტომ, ფრთხილი დევიზი აირჩია.

 

ჩეხეთი
ერთი გუნდი = ერთი მიზანი
(Jeden tým = Jeden cíl!)
ორიგინალურია ტოლობის ნიშანი. თუმცა სიტყვები ბანალურია. ორი ვარიანტი კიდევ ჰქონდათ: “ლომის ღრიალის დრო დადგა”, “ჩეხეთის სიამაყე, გზა გამარჯვებისკენ”.

 

შვედეთი
ერთად შვედეთისთვის
(Tillsammans för Sverige)
“იყავი ადგილზე. იგრძენი. დაიჭირე ოცნება” – ასე ჟღერდა შვედების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის სლოგანი. ამჯერად გაამარტივეს.

 

შვეიცარია
მიდი, შვეიცარია!
(Hop Suisse! Hopp Schwiiz! Forza Svizzera!)
შვეიცარიის სლოგანი იმითაა გამორჩეული, რომ სამ ენაზეა – გერმანულად, იტალიურად და ფრანგულად. ეს შვეიცარიაში აღიარებული სახელმწიფო ენებია.

 

ხორვატია
ახალი ცეცხლი, ძველი ისტორია, დღევანდელი იმედი
(Nova vatra, staro mjesto, ista nada.)
გულშემატკივრებს კიდევ ორი ვარიანტის არჩევის საშუალება ჰქონდათ: “გული, სიამაყე, ხორვატია”. იყო ასეთი ვარიანტიც: “ერთი გუნდი, ერთი გოლი, ხორვატია ყველას სჯობს.” ბოლო დევიზი წინასწარ იყო განწირული – აბა, ერთი გოლი ვის რაში ეყოფოდა?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები