ევროკავშირში გაიყიდება საკვები პროდუქცია, რომელიც მწერებისგანაა დამზადებული. ინფორმაციას ამის შესახებ dw.com ავრცელებს.
ასეთი უფლება ევროპამ 5 წლის ვადით ორ კომპანიას მისცა. პირველი ეს არის ფრანგული ბრენდი, რომელიც საკვებს ხოჭოებისგან და ჭრიჭინებისგან ამზადებს.
ამ მწერებისგან კეთდება ფქვილი, რომლისგანაც შემდეგ პურს, პიცას, ორცხობილებს, შოკოლადს და ლუდსაც კი ამზადებენ. ასეთ პროდუქტს სპეციალურ მარკირებას უმატებენ, რათა მომხმარებლები შესაძლო ალერგიული რეაქციებისგან დაიცვან.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში მწერებისგან დამზადებულ საკვებს 2018 წლიდან ყიდიან და მაშინდელი კანონით ამგვარ პროდუქტს წარწერა „ინოვაციური საკვები“ მოჰყვებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჭრიჭინები და ზოგადად მწერები – ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი საკვებია, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ცხიმები, ცილები, ვიტამინები და მინერალები.