LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ციფრული მართვის მოწმობა შემოდის

106
ევროპაში ციფრული მართვის მოწმობა შემოდის

ევროპამ მართვის მოწმობის გაცემის ახალი წესი დაამტკიცა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცვლილება – ციფრული მოწმობის დამატებაა, რომლის შენახვაც სმარტფონში იქნება შესაძლებელი. სიახლე ყველა ევროპელისთვის 2030 წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 ციფრული მართვის მოწმობა ევროპის ყველა ქვეყანაში იმოქმედებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში სტანდარტული მართვის მოწმობის აღებაც იქნება შესაძლებელი. ორივე ვარიანტი 15 წლის ვადით გაიცემა.

ასევე, ახალი წესების მიხედვით, ახალბედა მძღოლებს მართვის საცდელი პერიოდის გავლა მოუწევთ და ეს პერიოდი მინიმუმ 2 წელი გაგრძელდება. ამ პერიოდში მათთვის კონკრეტული შეზღუდვები იმოქმედებს: მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრი ჯარიმები. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაც რეგულარულად მოუწევთ.

ახალი წესების დახმარებით ევროპას 2050 წლისთვის ავტო კატასტროფებში დაღუპულთა რიცხვის მინიმუმამდე შემცირება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები