LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ჰაერის გამწმენდები ილონ მასკის გამოსახულებით იყიდება

71

ევროპაში საავტომობილო ჰაერის გამწმენდები ილონ მასკის გამოსახულებით იყიდება. ილონ მასკი, კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელი ათ წელიწადში მსოფლიო საავტომობილო წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, მრავალი საქმიანი გამოცემა კი მას თანამედროვეობის ყველაზე ნიჭიერ ბიზნესმენად მოიხსენიებს. ერთ-ერთმა ევროპულმა საიტმა გაყიდვაში საავტომობილო ჰაერის გამწმენდი ჩაუშვა, რომელიც ილონ მასკის პორტრეტს იმეორებს. ერთი ფირფიტა 4,90 ევრო ღირს, სასაჩუქრე პაკეტი კი, სადაც სამი ჰაერის გამწმენდი დევს, 11,90 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ამ უჩვეულო ნივთის გამყიდველებს თანხა ელექტროქარ Tesla Model 3-ის შესაძენად სჭირდებათ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში მომხმარებლები ყველაზე მეტად  ინტერესდებიან, ნამდვილად აქვს თუ არა გამაგრილებელს ილონ მასკის სუნი, რაზეც ავტორები აცხადებენ, რომ „ტესლას“ ხელმძღვანელისთვის არასოდეს დაუყნოსავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები