LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მართვის მოწმობის აღება გართულდება

104
ევროპაში მართვის მოწმობის აღება გართულდება

ევროპაში მართვის მოწმობის აღებისა და განახლების პროცედურები გამკაცრდა, რაც მიზნად  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას ისახავს.

ახალი წესების მიხედვით, მართვის მოწმობა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს – ადრე ის საერთოდ უვადო იყო. გარდა ამისა, დამწყები მძღოლებისთვის დაწესდა ორწლიანი საცდელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შეზღუდვები ექნებათ.

განახლდა ასევე სასწავლო პროგრამა: ახალ მძღოლებს მოუწევთ მეტი წესის დამახსოვრება, მათ შორის „ნიდერლანდური ხელის მეთოდის“ (Dutch Reach) ათვისება – ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის კარი უნდა გაიღოს იმ ხელით, რომელიც უფრო შორს არის კარისგან (მძღოლისთვის – მარჯვენა, მგზავრისთვის – მარცხენა), რათა თავიდან აიცილონ გვერდით მოძრავი ველოსიპედისტის დაჯახება.

65 წელს გადაცილებული მძღოლებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა  მართვის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდეს – მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.

მართვის მოწმობის ასაღებად მომავალ მძღოლებს მოუწევთ არა მხოლოდ მხედველობის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემოწმებაც.

მიუხედავად გამკაცრებისა, გარკვეული სიახლეები პირიქით,  მძღოლების ცხოვრებას ამარტივებს. მაგალითად, მართვის მოწმობის ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მობილურ აპლიკაციაში, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტის სახლში დატოვება პრობლემა აღარ იქნება.

ასევე, 17 წლის მოზარდებს მიეცემათ უფლება იარონ მანქანით, თუმცა მხოლოდ ზრდასრული პირის თანხლებით, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევენ.

გარდა ამისა, მოხალისეებს, რომლებიც ხანძარსაწინააღმდეგო ან სამაშველო სამსახურში ეხმარებიან,  უფლება მიეცემათ საგანგებო დახმარების მანქანები მართონ.

ახალი რეგულაციები შეეხო მძღოლების პროფესიასაც, ის გახდება უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი, რაც სპეციალისტთა დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები