LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში პირველი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია გაჩნდა

34

ევროპაში პირველი 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანია გაჩნდა. საპატიო ტიტულის მფლობელი გერმანული Lufthansa გახდა და 5 ვარსკვლავი მას ბრიტანულმა სააგენტო Skytrax-მა მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შეფასება აქამდე არც ერთ ევროპულ ავიაკომპანიას არ მიუღია. ზოგადად კი 5 ვარსკვლავიანთა შორის არიან – კატარის Qatar Airways, სინგაპურის Singapore Airlines, ჰონგ-კონგის Cathay Pacific Airways, სამხრეთ კორეული Asiana Airlines, ჩინური Hainan Airlines, იაპონური ANA All Nippon Airways, ინდონეზიური Garuda Indonesia და ემირატების Etihad Airways.

საინტერესოა, რომ თავად Lufthansa წარმატებას ბოლოდროინდელ ინვესტიციებს, სალონის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მიაწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები