პრემია PARKSMANIA AWARDS-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც იტალიაში გაიმართა, მსოფლიოს საუკეთესო ატრაქციონები და პარკები დაასახელეს. ფრანგული გასართობი პარკი – „ფუტუროსკოპი“ გახდა გამარჯვებული კატეგორიაში „წლის საუკეთესო ევროპული ატრაქციონი“. ჟიურის წევრებმა პარკს პრემია მისი ბოლო სიახლის – „უჩვეულო მოგზაურობის“ გამო მიანიჭეს, რომელმაც ფუნქციონირება 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.
პარკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ატრქციონში 2000-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი თანხა – 12,5 მილიონი ევრო ჩაიდო. ახალი ატრაქციონის გახსნით პარკმა თავისი 30 წლის იუბილე აღნიშნა.
ატრქციონზე პარკის დამთვალიერებლებს შეუძლიათ სამყაროს ოთხივე მხარე შემოიფრინონ. მოგზაურობა ჟიულ ვერნის ნაწარმოების „80 დღე მსოფლიოს გარშემო“ მიხედვით ვითარდება.