LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩიეს

182
1

ევროპის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის პრეტენდენტები დასახელდა. ექსპერტმა ჟიურიმ, რომელიც 59 ჟურნალისტისგან შედგებოდა ფინალში გასული 7 ავტომობილი დაასახელა. ფინალისტები იმ 28 მოდელისგან შეარჩიეს, რომლებიც მინიმუმ ევროპის 5 ქვეყანაში იყიდება და ტესტ-დრაივისთვისაც ხელმისაწვდომია. შემდგომი ხმის მიცემა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს და გამარჯვებული 2024 წელს ჟენევის ავტოსალონზე დასახელდება.

ნომინანტთა სიაში რამდენიმე ელექტროქარია: Peugeot e-3008, Renault Scenic, Volvo EX30 და Kia EV9. ფინალისტთა შორის ერთი ჩინური ავტომობილიც მოხვდა – ელექტრონული სედანი BYD Seal. გასულ წელს სიაში „ჩინელები“ საერთოდ არ ყოფილან. გარდა ამისა, საუკეთესო ევროპული ავტომობილის წოდებისთვის Toyota C-HR და BMW 5 –series იბრძოლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები