LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბი იტალიაში გაჩნდება

133
გვირაბი

იტალიაში, კერძოდ კი გენუაში ევროპის ყველაზე განიერ წყალქვეშა გვირაბს გაიყვანენ. კონსტრუქციის გახსნა 2029 წლისთვისაა დაგეგმილი.

გვირაბის სიგრძე 3,4 კილომეტრი იქნება და ის წყლის ქვეშ 45 მეტრის სიღრმეზე იქნება განთავსებული. კონსტრუქცია სანაპიროს დასავლეთ ნაწილს აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ახალი სატრანსპორტო არტერია იტალიაში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი იქნება, ევროპის მასშტაბით კი ყველაზე განიერი: მოძრაობის ყველა ზოლს 16 მეტრი დაეთმობა.

გვირაბის დამსახურებით სატრანსპორტო ხაზების დაყოფა მიწაზე 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის გზას გაათავისუფლებს და მის ნაცვლად მწვანე ზონებსა და პარკებს მოაწყობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები