LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელ მძღოლებს კარის გახსნა მარჯვენა ხელით მოუწევთ

119
europe

იმისათვის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მძღოლმა მართვის მოწმობა აიღოს, ამიერიდან ე.წ. „ნიდერლანდური მოჭიდების“ დემონსტრირება მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანის კარი „საწინააღმდეგო“ ხელით უნდა გაიხსნას: მძღოლისთვის ეს მარჯვენა ხელი იქნება, ხოლო წინ მჯდომი მგზავრისთვის – მარცხენა.

ეს მეთოდი გამორიცხავს ისეთ სიტუაციებს, როცა მძღოლი ან მგზავრი კარს უკან გახედვის გარეშე გახსნის.

მხოლოდ ბელგიის მაგალითი რომ ავიღოთ, ყოველწლიურად 300 ველოსიპედისტი იღუპება იმის გამო, რომ მაღალი სიჩქარით მიმავალი, გაჩერებული ავტომობილის მოულოდნელად გახსნილ კარს ეჯახება.

სიახლე გახდება ნაწილი მძღოლებისთვის შემოღებული ახალი წესების ნაკრებისა, რომელიც ევროპარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო. სხვა სიახლეებს შორისაა, ავტომობილის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება თოვლსა და მოყინულ გზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები