LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელებმა ელექტროქარების ყიდვას მოუხშირეს – ევროსტატი

129
https___cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com_reuters_LLVJJHJPFRPWJOZ73NME6CIZDA

2023 წელს ევროკავშირში 1,5 მილიონი ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა. ეს კი 48,5%-ით უფრო მეტია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

ამიერიდან ევროპის გზებზე 4,5 მილიონი ელექტრომობილი დადის.

„მწვანე“ ტრანსპორტი განსაკუთრებით პოპულარულია დანიაში (ქვეყნის ავტოპარკის 7,1%), შვედეთში (5,9%), ლუქსემბურგში (5,1%) და ნიდერლანდებშია (5%). ელექტროქარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საბერძნეთში, კვიპროსსა და პოლონეთში – მხოლოდ 0,2%.

მთლიანობაში ევროპაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რიცხვი მუდმივად იზრდება: თუკი 2018 წლამდე მაჩვენებელი 1% იყო, 2023 წლიდან -14,6%-მდე გაიზარდა.
მთლიანობაში ევროპის ავტო პარკში სრულად ელექტრონული ავტომობილების წილი 1,7%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები