LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელი ახალგაზრდობა უფრო მეტს კითხულობს, ვიდრე შედარებით ასაკოვანი ადამიანები – ევროსტატი

136
Prostock-studio_AdobeStock_308192845_RV

ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტს 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები კითხულობენ. ამის შესახებ ევროპის სტატისტიკის სააგენტოს „ევროსტატის“ უახლეს კვლევაშია ნათქვამი.

ახალგაზრდა ევროპელთა 60%-მა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთი წიგნი მაინც წაიკითხა. კითხვის მიმართ ინტერესი 30-დან 64 წლამდე ევროპელთა შორის მხოლოდ 53%-მა გამოხატა. ხოლო 65 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში წიგნი ბოლო წლის განმავლობაში 47%-მა თუ გადაშალა.

ყველაზე მეტი კითხვის მოყვარული ლუქსემბურგში ცხოვრობს (მოსახლეობის 75,2%), მეორე ადგილზეა დანია (72,1%) და მესამეა ესტონეთი (70,7%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუმინეთში (29,5%), კვიპროსსა (33,1%) იტალიაში (35,4%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები