LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 250 აეროპორტი მავნე საწვავზე უარს 2050 წლისთვის იტყვის

51
l-filipe-c-sousa-0nucd4-pp5k-unsplash

ევროპულმა აეროპორტებმა გადაწყვიტეს, რომ გარემოსთვის საზიანო საწვავზე საერთოდ უარი თქვან. 2050 წლისთვის ავიაბაზებზე მავნე გამონაბოლქვი 0-ს უნდა გაუტოლდეს.

250 ასეთ აეროპორტს შორის მოხვდა – პარიზის, ამსტერდამის, ბერლინის, სტოკჰოლმის, რომის, სტრასბურგის, ჰელსინკის, მიუნხენის, პრაღის, მილანის და ტალინის ავიაბაზები.

აეროპორტებმა ე.წ. „ტულუზის დეკლარაცია“ გააფორმეს, ინიციატივის ავტორი საფრანგეთი გახდა.

ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ მუშაობის დროს გამოყოფილი ტექნიკური გამონაბოლქვი (მაგალითად, შენობების გათბობის ანდაც საფრენ ბილიკზე მოძრავი მანქანების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებები) ატმოსფეროში არ დაგროვდეს.
მაგალითად, ამსტერდამის აეროპორტში გასულ წელს გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავები ტერმინალიდან საფრენ ბილიკამდე ბუქსირით მიიყვანონ, რათა გამონაბოლქვი შემცირდეს.

დეკლარაციას შეუერთდნენ ევროპული სახელმწიფოების მთავრობები, ავიაციის თანამშრომელთა პროფესიული კავშირები და რამდენიმე მწარმოებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები