LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტს იუვენტუსი და ლივერპული ითამაშებენ

40

”იუვენტუსმა” და ”ლივერპულმა” ევრო-2016-ზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი მიავლინეს.

ტურინელებმა და მერსისაიდელებმა 10 ნაკრები მოამარაგეს.
ორივე კლუბმა 12-12 ფეხბურთელი გაუშვა საფრანგეთში.

ლონდონის “ტოტენჰემმა” – 11, ხოლო “მანჩესტერ იუნატედმა” 10 მოთამაშე მიავლინა ტურნირზე.

9-9 ფეხბურთელი ტურნირზე დონეცკის “შახტარიდან”, “ფენერბახჩედან”, მიუნხენის “ბაიერნიდან” და “ბარსელონადან” წავიდა.

ცსკა-მ, ლონდონის “არსენალმა”, მადრიდის “რეალმა”, “ბაზელმა” და “რომამ” ტურნირზე 8-8 მოთამაშე გაუშვეს.

ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს იღებს სტარტს და ერთ თვეს გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები