LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელი ქალაქია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო?

171
6405d63878ace.r_d.933-769-6169

ესპანური ქალაქი სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ევროპის ყველაზე კომფორტულ ქალაქად აღიარეს. ტენერიფეს კუნძულზე მდებარე დასახლებამ ევროკავშირის პრემია Access City Award მიიღო.

ქალაქში არის აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს იმ ადგილებისა და ღონისძიებების პოვნაში ეხმარება, სადაც ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ. ტექნოლოგია სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებზეა ადაპტირებული.

სან-კრისტობალში იმაზეც ზრუნავენ, რომ შშმ პირებმა გადაადგილება მარტივად შეძლონ. ტრამვაი და გაჩერებები ისეა მოწყობილი, რომ ნაკლებად მოძრავი მოქალაქეებისთვის წინაღობად არ გადაიქცეს, ხოლო ცენტრში უსინათლოებისთვის სპეციალური შუქნიშნები და საგზაო ნიშნებია დამონტაჟებული.

საინტერესოა, რომ პოლონურმა ქალაქმა ლოძმა და ფრანგულმა სენ-კანტენმა რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები