LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის 39 მოდელი იბრძოლებს

31
carsnews

კონკურსის Car of The Year-ის საიტზე გამარჯვებისთვის მებრძოლი 39 მოდელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნეს. ყველა ავტომობილი გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგალითად – იყიდება მინიმუმ 5 ევროპულ ქვეყანაში, ხელმისაწვდომია ტესტ-დრაივებისა და შეძენისთვის. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს 60 ავტო ჟურნალისტისგან შემდგარი ექსპერტი ჟიური გამოავლენს. 29 ნოემბერს 7 ფინალისტს შეარჩევენ, გამარჯვებულს კი 2022 წლის 16 თებერვალს დაასახელებენ.

სიაში BMW-ს 4 მოდელი მოხვდა: 2 Series Coupe, 2 Series Active Tourer, ასევე ელექტრონული i4 და iX. Audi მხოლოდ ელექტრონული e-tron GT-ითა და Q4 e-tron-ითაა წარდგენილი, ხოლო Mercedes-Benz — C-Class-ის, Citan-ისა და EQS-ის იმედზეა. Volkswagen-ის ავტომობილთაგან სიაში Caddy, ID.4 და T7 Multivan მოხვდა. გამარჯვებისთვის იბრძოლებს ასევე Opel Mokka-ც.

ნომინანტთა სიაშია – Cupra Born, Dacia Spring, DS 4 და 9, Maserati MC20, McLaren Artura, Peugeot 308, Renault Arkana და Megane E-Tech, ასევე Skoda Enyaq iV და Fabia, MG EHS და Marvel R.

ამერიკულ ავტომობილთაგან საუკეთესო ევროპული მანქანის წოდებისთვის იბრძოლებს Ford Mustang Mach-E და Tesla Model Y, სამაგიეროდ იაპონური მანქანები სიაში უფრო მეტია: Honda HR-V, Lexus NX, Nissan Qashqai, Subaru Outback, ასევე Toyota Highlander და Yaris Cross. რეიტინგი სრულყოფილი ვერ იქნებოდა კორეული შედევრების გარეშე: Kia EV6, Hyundai Bayon და Ioniq 5.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამარჯვებული კომპაქტური ჰეტჩბეკი Toyota Yaris გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები