აზერბაიჯანი რიგით 28-ე ტურისტული პრემიის World Travel Awards-ის გამარჯვებულია. ქვეყანამ პირველი ადგილი ერთდროულად ორ ნომინაციაში – „ევროპის წამყვანი კულტურული დანიშნულება“ და „ ევროპის წამყვანი ტურისტული დანიშნულება“ დაიკავა. საპატიო კონკურსის გამარჯვებულები წელს ონლაინ-ფორმატში გამოავლინეს.
როგორც სპეციალისტებმა დააზუსტეს, აზერბაიჯანი არის საუკეთესო ადგილი მათთვის, ვისაც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა სურს. ქვეყანაში იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში მყოფი სამი კულტურული ძეგლია განთავსებული და ტურისტებს სამივე მათგანის მონახულებას ურჩევენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ნამდვილად მოეწონებათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაც, ისეთი როგორიცაა თაფლის წარმოების უძველესი მეთოდი თუ ქალის სამოსის დამზადების ტრადიციული ხერხები.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აზერბაიჯანის მონახულება მსოფლიოს 65 ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ტურისტებს კოვიდ-პასპორტის ქონა და პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ.