ადგილის შერჩევა საზაფხულო შვებულების გასატარებლად არც ისე მარტივია. რეკომენდაციები და აღფრთოვანებული გამოხმაურება ყოველთვის ბევრია, რაც ხშირად კიდევ უფრო გვაბნევს. ჩვენ ევროპის საუკეთესო პლაჟებზე გთავაზობთ დასვენებას, სადაც გარუჯვასაც შეძლებთ და დროის სასიამოვნოდ გატარებასაც.
Stiniva Beach, ვისი, ხორვატია
უზარმაზარ კლდეებს შორის მოქცეული Stiniva Beach, დიდი ხანია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მსოფლიოს ულამაზესი პლაჟების რეიტინგში. პლაჟი დაუსახლებელი კუნძულ ვისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სადაც მხოლოდ წყლის ტაქსით ან კატამარანით შეიძლება მიღწევა.
Tossa de mar, კოსტა-ბრავა, ესპანეთი
კოსტა-ბრავას ერთ-ერთმა ყველაზე მშვიდმა კურორტმა Tossa de mar-მა თავისი ”წვრილფეხა” ფიჭვებით, ციცაბო კლდეებითა და გამოქვაბულებით გაითქვა სახელი. კურორტი განსაკუთრებით მათ მოსწონთ, ვისაც ზღვასთან და საკუთარ თავთან უნდა მარტო დარჩენა. პატარა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად კი, უძველესი ქვის ციხე-სიმაგრე ვილა-ველია ითვლება, რომლის სახურავიდან ულამაზესი ხედები იშლება.
The Concha, სან-სებასტიანი, ესპანეთი
სან-სებასტიანის ულამაზეს ყურესთან გაშლილი The Concha, დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად ითვლება. საზაფხულო სეზონზე კურორტი ყოველთვის უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა შორის ძირითადი დამსვენებლები მაინც ახალგაზრდები და სერფის მოყვარებულები არიან.
Berlanga Island, პორტუგალია
მინიატურულ პლაჟზე ლისაბონის რივიერასთან, ერთადერთი ტრანსპორტი ველოსიპედია, მოსახლეობას – შუქურას მცველი და ბუნებრივი ნაკრძალის თანამშრომლები შეადგენენ, უახლოეს სოფლამდე მიღწევა კი, მხოლოდ ნავით და კარგ ამინდში შეიძლება.
Cala Acciarino, კორსიკა, საფრანგეთი
მართალია, Cala Acciarino საკმაოდ მცირე ზომის საკურორტო ზონაა, მაგრამ თავისი ხელუხლებელი ბუნებით ის მაინც ბონიფაჩოს – კორსიკას ყველაზე სამხრეთული ქალაქის ერთ-ერთ მთავარი ღირსშესანიშნაობაა და განსაკუთრებით მათ უყვართ, ვინც დაივინგით დე სერფინგითაა გატაცებული.
Kavalikefta beach, ლეფკადა, საბერძნეთი
ქათქათა თეთრი ქვიშა, ლაჟვარდოვანი ზღვა და მეთევზეთა პატარა სოფლები – სულ ესაა რისი ნახვაც ლეფკადას კუნძულზე შეიძლება. თუმცა, ტურისტები აქ მაინც სიამოვნებით ისვენებენ და გართობასთან ერთად თევზაობასაც სწავლობენ.
Armaçao de Pera Beach, ალგარვე, პორტუგალია
ალგარვე თავისი ლეგენდებითაა ცნობილი, რადგან მე-15 საუკუნეში სწორედ მისი ნაპირებიდან გამგზავრებულმა ზღვაოსნებმა ჩაუყარეს საფუძველი დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. Armaçao de Pera Beach ოქროსფერი კლდეებით გარშემორტყმული, რომელიც საკურორტო ზონას რია ფორმოზას ნაკრძალისგან გამოჰყოფს.
Apela Beach, კარპატო, საბერძნეთი
კრეტასა და როდოსს შორის მოქცეული კარპატოს კუნძული თავისი ქანოვანი კლდეებით, ფიჭვებითა და მინერალური წყაროებითაა ცნობილი. თუმცა, ტურისტები კუნძულს არა იმდენად ბუნებრივი სიმდიდრით დასატკბობად, რამდენადაც კლდეებს შორის მოქცეულ კამკამა ლურჯ ზღვაში საბანაოდ და ქვიშის პლაჟზე გასარუჯად სტუმრობენ.
Santa Maria Dell“ Isola, კალაბრია, იტალია
იტალიური კალაბრია თავისი ზღვის პანორამებითა და Santa Maria Dell“ Isola-თია ცნობილი, რომელიც ამ ადგილების ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება. კრისტალურად სუფთა ზღვა და უზარმაზარი კლდეები განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ბუნებაში უყვარს დასვენება. საღამოს კი, ქალაქის უძველეს ქუჩებში შეგიძლიათ გაისეირნოთ და ადგილობრივი ღირსეშესანიშნაობები დაათვარიელოთ.
Ksamil beach, ქსამილის კუნძული, ალბანეთი
ნაკლებად ცნობილი ალბანეთის არსენალშიც აღმოაჩნდა ”ევროპაში საუკეთესოს” ტიტულის მატარებელი პლაჟები, რომლებიც ქალაქის სამხრეთში, ქსამილის ოთხ პატარა კუნძულზეა გაშლილი. სუთა ზღვა, ყვავილების სურნელი, მარილით და მზით გაჟღენთილი ქვიშა და ჰაერი – ამგვარ სიამოვნებას გვპირდება საუკეთესო ალბანური პლაჟები.
Kokkari Beach, სამოსი, საბერძნეთი
თურქეთთან სიახლოვის წყალობით, სამოსის კუნძულიდან თავისუფლად შეიძლება მეზობელი ქვეყნის სანაპიროს დანახვა. სწორედ აქ მდებარეობს პლაჟი, რომელსაც მოგზაურებმა ევროპის საუკეთესო პლაჟის ტიტული მიანიჭეს. დღევანდელი Kokkari Beach-ის ადგილას ადრე მეზღვაურთა დასახლება იყო. უძველესი სოფელი დღემდე შემორჩა, ტურისტები კი, აქ არა მარტო ზღვაში საბანაოდ, არამედ მდიდარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვარიელებლადაც ჩადიან.
Zakynthos Island, ზაკინტოსი, საბერძნეთი
ლურჯი ზღვა, ქვიშის პლაჟები და ნახევრად წყლით დაფარული გამოქვაბულები – დიდი ხანია იქცა კუნძულ ზაკინტოსის სავიზიტო ბარათად. სანაპირო ზოლი 123 კილომეტრს შეადგენს, სადაც ჩვეულებრივ კეთილმოწყობილ პლაჟებთან ერთად, ყოველთვის ხალხმრავალი ნუდისტთა პლაჟებიცაა.