საფეხბურთო ვებგვერდმა WhoScored-მა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
გასაკვირია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი ვერ მოიძებნა დიდებული სეზონის მქონე და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირისთვის – მოჰამედ სალაჰისთვის.
სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ალისონი (“რომა”);
მცველები: ალექსანდრ კოლაროვი (“რომა”), სალიფ სანე (“ჰანოვერი”), ნალდო (“შალკე”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ფილიპე კოუტინიო (“ბარსელონა”), ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), ფლორიან ტოვენი (“მარსელი”);
ფორვარდები: კრიშტიანო რონალდო (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).
სეზონში ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება მესის აქვს – 8.68.