LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე ცუდი ავიაკომპანია გახდა..

108
image_2025-07-18_075354667

ფინური ავიაკომპანია Finnair ევროპულ ავია გადამზიდებს შორის 2025 წლის ანტი რეიტინგის ლიდერია. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები ვებ-საიტმა Flightright გამოაქვეყნა.

ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების რეიტინგის მიხედვით, Finnair-მა  2.48 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

მეორეზე აღმოჩნდა ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Vueling Airlines, რომელმაც 2.52 ვარსკვლავი დაიმსახურა.

მესამე ადგილზე კი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდი Ryanair განთავსდა, რომელიც 2.58 ვარსკვლავით შეფასდა.

პირველ ათეულში ასევე მოხვდა თურქული Turkish Airlines, რომლის საერთო რეიტინგი  2.80 იყო.

საინტერესოა, რომ Flightright ავიაკომპანიებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით აფასებს:

სანდოობა

კომპენსაციის გადახდის პრაქტიკა

მომხმარებელთა კმაყოფილება

თითოეულ კატეგორიას ენიჭება შეფასება ერთიდან ხუთ ვარსკვლავამდე, სადაც ერთი ვარსკვლავი მიუთითებს ყველაზე დაბალ შეფასებაზე, ხოლო ხუთი — მაქსიმალურ კმაყოფილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები