ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ლონდონია. თუკი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გსურთ, კარგად დაფიქრდით რადგან ყველაზე მიმზიდველი ქალაქები, როგორც წესი, ყველაზე რთულად ხელმისაწვდომიცაა. მაგალითად, ლონდონში პატარა ბინის დაქირავება თვეში 6 ათასი ევროდან იწყება. ბრიტანეთის დედაქალაქზე ცოტა ნაკლები, თუმცა საკმაოდ მაღალია ბინის ქირა მოსკოვშიც, რუსეთის დედაქალაქში მინიმუმ 5 ათასი ევრო მაინც დაგჭირდებათ. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს შვეიცარიის უდიდესი ქალაქი ციურიხი ასრულებს. ყველაზე ძვირადღირებულთა სიაში მოხვდა ასევე ჟენევა, სტამბოლი, ამსტერდამი, პარიზი, დუბლინი და კიევი.