LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქი ლატვიაში მდებარეობს

108

ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქი ლატვიაში მდებარეობს. ქალაქ ვენტსპილსს ადგილობრივთა 99% „ძალიან სუფთად“ ან „საკმარისად სუფთად“ მიიჩნევს. ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ საინტერესო გამოკითხვა 105 ქალაქში ჩაატარა და შესაბამისი რეიტინგიც მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნა. ყველაზე სუფთათა მეორე პოზიციასაც ლატვიური ქალაქი – ვალმიერა იკავებს. დასახლებას სუფთად მოსახლეობის 97% მიიჩნევს. რაც შეეხება სამეულის ბოლო ადგილს, ის ორმა ქალაქმა ესპანურმა – ოვიედომ და ლუქსემბურგმა გაინაწილეს. მათი მოსახლეობის 95% სისუფთავის დონით ძალიან კმაყოფილია. საინტერესოა, რომ დედაქალაქებს შორის ლუქსემბურგის გარდა ვენა (90%) და ლიუბლიანაც (88%) მოხვდნენ. ყველაზე დაბინძურებული ქალაქის ტიტული კი წელს 9%-იანი მაჩვენებლით რომმა მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები