LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრორეკორდები: მესის და რონალდოს გოლები, იუვეს და სელტიკის გმირობა

59

წლევანდელი შიდა ევროსეზონი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. კი დარჩა აქა-იქ სათამაშო მატჩები (იტალიის ტური და სხვადასხვა თასის ფინალები), მაგრამ შეჯამება მაინც შეიძლება. ცალკეულმა ფეხბურთელებმა და გუნდებმა მორიგი სარეკორდო მიღწევები დააფიქსირეს. აგერ ესენიც.

”ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 34 მატჩში 37 გოლი გაიტანა.
ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი ასევე ”ბარსელონელმა” ლუის სუარესმა დაიკავა (29 გოლი 35 მატჩში), მესამე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა. მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავმა 25 შეხვედრაში მეტოქის კარი 29-ჯერ აიღო.
მესი 2012/13 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდა ლა ლიგის ბომბარდირი.

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელმა რონალდომ სეზონში 40 გოლი გაიტანა. აქედან 25 ლა ლიგის მატჩებში, 10 – ჩემპიონთა ლიგაზე, 4 – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც ესპანეთის თასზე.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს უკვე ზედიზედ მეშვიდე სეზონია 40 ან მეტი გოლი გააქვს.

ტურინის ”იუვენტუსი” გახდა პირველი გუნდი ევროპის ტოპ-ლიგებიდან, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მოგებით ზედიზედ მესამედ შეასრულა დუბლი. აღსანიშნავია, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ სკუდეტო ზედიზედ მეექვსედ მოიგო, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.


”სელტიკმა” შოტლანდიური ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა.
კელტები ”რეინჯერსის” შემდეგ გახდნენ პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ”რეინჯერსმა” ამის გაკეთება შორეულ 1899 წელს შეძლო.
38 ჩატარებულ მატჩში ბრენდან როჯერსის გუნდმა 34 შეხვედრა მოიგო, ხოლო 4 ფრედ დაასრულა. მიმდინარე სეზონში ”სელტიკმა” 106 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 25 მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები