“ლვოვის არენიდან“ 7 ათასი სავარძელი მოხსნეს ევროვიზიაზე ტრიბუნების მოსაწყობად.
სკამებს დააბრუნებენ.
სავარძლების პირველი პარტია კიევში ჩაიტანეს. სავარძლების არენდისთვის სტადიონი 500 ათას გრივნას მიიღებს. სკამებს ლვოვში სიმღერის კონკურსის დასრულების შემდეგ დააბრუნებენ.
„ლვოვის არენა“ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ააშენეს.
ევროვიზიის ორი ნახევარფინალი 9 და 11 მაისს გაიმართება, ფინალი კი 13 მაისს არის დაგეგმილი. საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს.