LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Exeed-ი ახალ კროსოვერს ამზადებს – გამოქვეყნდა პირველი გამოსახულება

105
f6cf48f92b7da70e72d23f00cee822d693b467e5

ჩინურმა კომპანია Chery-მ ახალი კროსოვერის პირველი თიზერი გაავრცელა. მოდელს მისი შვილობილი ბრენდი Xingtu Xingyuan ამზადებს. ამ ეტაპზე მოდელი ცნობილია სახელწოდებით Star Era E05 და მომავალი მოდელების დიზაინერული ორიენტირი უნდა გახდეს, განსაკუთრებით, ექსტერიერის თვალსაზრისით. დებიუტის თარიღის შესახებ დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

გამოქვეყნებული გამოსახულებების მიხედვით, ახალ კროსოვერს აეროდინამიკური, ზედა ნაწილი და სრულიად განსხვავებული, წვეთის ფორმის, გაყოფილი ფარები ექნება. თითოეულ ფარში განთავსებულია სამი წერტილოვანი LED ელემენტი. მათ შორის განთავსებულია Exeed-ის ლოგო.

იგივე ლოგო გამეორებულია უკანა ნაწილზეც — ორ ფანარს შორის. უკანა საქარე მინაზე მოჩანს სპოილერი.

Star Era E05 აღიჭურვება უახლესი ავტოპილოტის სისტემით — Horizon SuperDrive (HSD), რომელიც შემუშავებულია შანხაის ფირმა Horizon Robotics-ის მიერ და საჯაროდ მხოლოდ 2025 წლის აპრილში წარადგინეს. სისტემა მუშაობს მათივე წარმოების ჩიპზე Journey 6P და კომპანიის განცხადებით, მძღოლის ქცევის იმიტაცია შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები