LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Exeed-ის ელექტროკროსოვერი მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოაგდეს

121
Exeed-ის ელექტროკროსოვერი მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოაგდეს

კომპანია Exeed-მა ელექტრონული კროსოვერი Exlantix ET 32 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო. პრემიული ჩინური ბრენდის წარმომადგენელმა უჩვეულო კრაშ-ტესტის ჩატარება გადაწყვიტა. მიზანი ძარის კონსტრუქციის უპირატესობის და ასევე ავტომობილის ზოგადი უსაფრთხოების დემონსტრირება იყო. ვარდნის დროს კროსოვერში მგზავრები რომ ყოფილიყვნენ, დიდი ალბათობით უვნებლად მოახერხებდნენ გადარჩენას. ამასთან, ელექტროქარის აკუმულატორი, რომელიც შესაძლოა აალების მიზეზი გამხდარიყო, ასევე არ დაზიანებულა.

ვარდნის შედეგად ელექტრო კროსოვერის ძარა სრულად დეფორმირდა, თუმცა ორგანიზატორებმა მანქანის კარის გახსნა უპრობლემოდ შეძლეს, ამოიღეს ასევე ელემენტი რომელიც არ გაფუჭებულა და არც სითხე დაუკარგავს. ამასთან, EXlantix ET-ის სალონში უსაფრთხოების ბალიშებმაც კარგად იმუშავეს და მგზავრების დაცულობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები