LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანტასტიკური ხედები სანაპიროდან – თუ ჯერ შვებულება არ დაგიგეგმავთ…

51

სად შეიძლება დასვენება, დაისის ფანტატიკური ხედებით დატკბობა და გემრიელი კოქტეილების მირთმევა. გაეცანით ,,ავტორადიოს” ,,მოგზაურობის” ბლოგს და თავად გადაწყვიტეთ სად გაატარებთ შვებულებას პორტუგალიის მშვიდ ოაზისში, ჰავაის ზღაპრულ კუნძულებზე თუ ავსტრალიური სამზარეულოსკენ გადაგძლევთ გული. 

 

 

 

 

 

 

* Restaurante Sal, კომპორტა, პორტუგალია

სუფთა ზღვისა და თეთრი დიუნების წყალობით, სიმშვიდის ოაზისად ქცეული კაფე, განსაკუთრებული  პოპულარობით ადგილობრივ მოსახლეობაში სარგებლობს.

thumb_41598_material_big

* Mercury’s Restaurant, ქვის ქალაქი, ზანზიბარი, ტანზანია

ფრედი მერკურის სამშობლოში ყოველთვის ხალისიანად შეიძლება ღამის გატარება, რაშიც თავადაც დარწმუნდებიით, თუ ცნობილ ბარში შეივლით და კოქტეილის მირთმევის შემდეგ, არც ინდოეთის ოკეანის ხედებით დატკბობა დაგავიწყდებათ.

thumb_41599_material_big

* The Boathouse, ბალმორალის პლაჟი, სიდნეი, ავსტრალია

თუ გურმანი და თანამედროვე ავსტრალიური სამზარეულოს მოყვარული ხართ, ჰანტერსის ყურეში, სიდნეის ცნობილ კაფეს ესტუმრეთ და აუცილებლად გასინჯეთ კალმახი და საქონლის ხორცის კარპაჩო.

thumb_41600_material_big

* Salt Plage, კრისტოფ ჰარბორის ყურე, სენტ-ქითსი

კვირის ნებისმიერ დღეს კაფე იდეალურია დაისი ფონზე რომანტიკული საღამოს მოსაწყობად და შამპანურის და სევიჩეს დასაგემოვნებლად.   

thumb_41602_material_big

* Poseidon Del Mar Restaurant, დელ-მარი, კალიფორნია

კაფეს ჰიტად თევზის დელიკატესები და კრაფტის ლუდი ითვლება. დაჯავშნეთ მაგიდა სანაპიროსთან, საიდანაც დაისის ფანტასტიკური ხედები იშლება.

thumb_41603_material_big

* Lava Lava Beach Club, ჰავაი (დიდი კუნძული)

დიდ კუნძულზე ყველაზე ლამაზი ხედებით დატკბობა სწორედ ამ კაფედან შეიძლება. მზის ჩასვლის მოლოდინში შეუკვეთეთ შემწვარი ბრინჯი ანანასით და შემწვერი კრევეტები ქოქოსის რძეში.  

thumb_41604_material_big

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები