LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერერი და ბილ გეიტსი ერთად ითამაშებენ (ვიდეო)

46

როჯერ ფედერერი ბილ გეიტსთან წყვილში ითამაშებს საქველმოქმედო მატჩში. საგამოფენო შეხვედრა 29 აპრილს სიეტლში გაიმართება. ფედერერი/გეიტსის წყვილის მეტოქე იზნერი და ჯერაც არდაანონსებული ვარსკვლავური პარტნიორი იქნება. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა აფრიკელი ბავშვების განათლებას მოხმარდება.

წლევანდელ სეზონში ფედერერმა 19 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
მაიამიში მოგებული ტიტულის შემდეგ 35 წლის შვეიცარიელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით თიხის მთელ სეზონს გამოტოვებს და მხოლოდ „როლან გაროსზე“ გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები