როტერდამის „ფეიენოორდი“ წელიწადში ერთხელ ჰოლანდიის ჩემპიონატის საშინაო მატჩში საბავშვო საავადმყოფოდან ბავშვებს ეპატიჟება. ამ სილამაზისა და სიკეთის ყურება გაუთავებლად შეიძლება.
ეს თბილი ტრადიცია „დენ ჰააგთან“ მატჩში გაიმეორეს. მე-11 წუთზე შეხვედრა შეჩერდა. იმ სექტორისკენ, სადაც ბავშვები ისხდნენ, რბილი სათამაშოების წვიმა წამოვიდა. განსაკუთრებით სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა მოინდომეს – ისინი ზუსტად ბავშვების ზემოთ ისხდნენ.
ამ დროს მთელი სტადიონი ადგა და მღეროდა.
Omdat het zo mooi was… ?❤️#feyado #Feyenoord pic.twitter.com/TvKIQsjwg3
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) September 15, 2019
Twaalfde minuut = knuffelregen! ?
Opnieuw een prachtig gebaar van de supporters van @ADODenHaag en Feyenoord. ❤️#feyado pic.twitter.com/n0p7sHq1QG
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) September 15, 2019
სექტორში დაახლოებით 30 პაციენტი იყო. მათ ეს ადგილი სპეციალურად დაუთმეს სეზონური აბონემენტების მფლობელებმა. სწორედ საავადმყოფოს ბავშვებმა გაიყვანეს ფეხურთელები მოედანზე. თითქმის ყველა საავადმყოფოში არ მკურნალობს, არამედ შინ მეთვალყურეობის ქვეშ არიან. კლუბი ხაზს უსვამს, რომ სათამაშოების საავადმყოფოსთვის გადაცემა არ ღირს (ეს საფრთზეს ქმნის ჯანმრთელობისთვის).
მატჩიდან მთელი შემოსავალი საავადმყოფოს ანგარიშზე წავიდა. „ფეიენოორდის“ გულშემატკივრებს სტადიონის შესასვლელშიც შეეძლოთ თანხის შეწირვა.
როგორც წესი, ამ აქციას „ფეიენოორდი“ ადგილობრივ გუნდებთან თამაშის დროს ირჩევს – „ექსელსიორი“ (როტერდამი) და „დენ ჰააგი“ (ჰააგა 20 კმ-შია).
„ფეიენოორდმა“ 3:2 მოიგო, თუმცა ხუთივე გოლი თავად გაიტანა, ორი საკუთარ კარში.