LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელებმა ჰიმნი არ უნდა იმღერონ, რაგბისტები კი არ არიან

46

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარსელ დესაიმ იმედი გამოთქვა, რომ ფრანგი გულშემატკივრები არ მოსთხოვენ ფეხბურთელებს ქვეყნის ჰიმნის შესრულებას ევრო-2016-ის შეხვედრების წინ. 47 წლის ფრანგის აზრით, ყოველი ფეხბურთელი თავისებურად უნდა განეწყოს თამაშისადმი.
– იმედია, ჰიმნის შესახებ კამათს არ დავუბრუნდებით, – Goal-ს მოჰყავს დესაის ნააზრევი, – ფანები ისევ ლაპარაკობენ, რომ ფეხბურთელებმა უნდა იმღერონ. მაგრამ ისინი არ მღერიან! არც არიან ვალდებული! ხალხი ვერ ხვდება, რომ ეს რაგბი არაა. მოთამაშეები იმისთვის არ გამოდიან, რომ მოწინააღმდეგე გატეხონ, ომში კი არ მიდიან. ისინი ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებიან. მათ თავი უნდა დავანებოთ, რომ მატჩებისთვის თავისებურად განეწყონ.

 

ევრო 2016 დღეს იწყება. ტურნირი საფრანგეთი-რუმინეთის შეხვედრით გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები