LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა

33

თბილისის საკრებულოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება – GFF AWARDS 2015 გაიმართა.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

ფეხბურთის ფედერაციამ წლის რჩეულები 6 ნომინაციაში გამოავლინა:

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე იაშვილი;
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი;
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია;
საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე;
საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია;
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – ჯაბა კანკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები