LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი გარდაიცვალა

59

მსოფლიო სპორტს მფრინავი ჰოლანდიელი გამოაკლდა: ფეხბურთს იოჰან კრუიფი აღარ ყავს.

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი დღეს, 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. კრუიფის ავადმყოფობის შესახებ ცნობილი ოქტომბერში გახდა, როცა მან ბარსელონაში გამოკვლევა ჩაიტარა.

ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა კარიერის დიდი ნაწილი ამსტერდამის “აიაქსსა” და კატალონიურ “ბარსელონაში” გაატარა. კრუიფი 8-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ერთხელ – ესპანეთის.
ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მან 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1976 წლის ევროპის ჩემიონატზე კი – ბრინჯაოსი.

კარიერის განმავლობაში კრუიფმა სამჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”, ჩემპიონთა თასს კი სამჯერ ფეხბურთელის, ერთხელ მწვრთნელის რანგში დაეუფლა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=vLN7BaB1k0s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები