LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთმა პირადი ცხოვრება არ იცის: უელსელ ფეხბურთელს ქორწილის გადადება უწევს

38

უელსის ნაკრების ნახევარმცველ ჯო ლედლის, სავარაუდოდ, ქორწილის გადადება მოუწევს. მიზეზი უელსელთა წარმატებული გამოსვლაა. ფეხბურთელი ამ ზაფხულს დაქორწინებას გეგმავდა, მაგრამ თარიღს არ ასახელებდა. ახლა კი არ გამორიცხა, რომ უელსის წინსვლა ქორწილის გადადებას აიძულებს.

– სავარაუდოდ, ქორწილს გადავდებთ, მაგრამ მაინც დავიცდით. ვნახოთ, რა და როგორ მოხდება, – ამბობს ლედლი Evening Standard-თან, – რა თქმა უნდა, ფეხბურთი ახლა პირველ ადგილზეა. ჩემი შეყვარებული ხვდება, რომ ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ ტურნირში მონაწილეობა. ყველას ენატრება ოჯახი, მაგრამ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

შეგახსენებთ, რომ უელსი B ჯგუფიდან პირველი ადგილიდან გავიდა. მერვედფინალი ბრიტანელებს 25 ივნისს პარიზში უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები