LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში წესები იცვლება: შეცვალეთ მეოთხე კაციც

54

უეფა უახლოეს პერიოდში აპირებს, დაამტკიცოს წესი, რომელიც მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე გუნდებს მეოთხე ცვლილების განხორციელების უფლებას მისცემს.

ფეხბურთელებისათვის გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის ფონზე – უეფას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მე-4 ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

უეფა კმაყოფილი დარჩა ცვლილებების ტესტირებით ევროპის ახალგაზრდულ და იუნიორთა ჩემპიონატებზე, აგრეთვე ქალებს შორის ევროპის პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნება დართო კლუბებს, განეხორციელებინათ მეოთხე ცვლილება ქვეყნის თასის მატჩების დამატებით დროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები