LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთზე ტრამპი არ ახსენო

32

NFL-მა ლედი გაგას ”სუპერბოულზე” გამოსვლისას დონალდ ტრამპის ხსენება აუკრძალა.
”სუპერბოულის” მიმდინარეობისას შესვენებაზე გულშემატკივრის განწყობაზე წელს სწორედ ეპატაჟური მომღერალი იზრუნებს, რომელსაც მოუწევს მხოლოდ სიმღერით შემოიფარგლოს, რადგან NFL-მა გაგას ოფიციალურად აცნობა, რომ მას ეკრძალება სიტყვის წარმოთქმა აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ.

როგორც ცნობილია, ლედი გაგა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი ნიუ-იორკში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომლებიც შემდეგ მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

რიგით 51-ე ”სუპერბოული” წელს ჰიუსტონში, 5 თებერვალს გამთენიისას შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები