Carscoops-ის ცნობით, ამერიკულ აუქციონზე უნიკალური ლოტი გამოჩნდა – Ferrari 360 Modena, რომელიც ლიმუზინად გადაკეთდა.
ტექნიკურად, ლიმუზინი არაფრით განსხვავდება ორიგინალი Ferrari 360-ისგან – მას აქვს მსგავსი V8 ძრავა 3.6 ლიტრი მოცულობით და 394 ცხენის ძალით. ამ კონკრეტული ეგზემპლარის დეკლარირებული გარბენი 36,903 მილია (დაახლოებით 59 ათასი კმ). თუმცა, როგორც გამოცემა მიიჩნევს, უცნობია, მუშაობს თუ არა ეს ძრავა საერთოდ.

გასაღებები მოყვება და ზოგადად, მანქანის კორპუსი კარგ მდგომარეობაში გამოიყურება, მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაკაწრი და ჩაღრმავებაა.

ინტერიერში აშკარად ჩანს, რომ ეს არის მოდიფიცირებული Ferrari – მაგალითად, არის დამატებითი გადამრთველები, ასევე მგზავრისთვის განკუთვნილი დიდი კაბელი ფეხის ნაწილში, რომელიც, სავარაუდოდ, ლიმუზინის დომოფონის სისტემის ნაწილია.

ლიმუზინად გადაკეთებული Ferrari 360 Modena-ს ღირებულება უცნობია. Carscoops მიიჩნევს, რომ ეს მანქანა eBay-ზე გასაყიდად 2018 წელს უკვე იყო გამოტანილი. იმ დროს მისი ფასი 95 000 დოლარი იყო.
