დიდ ბრიტანეთში გამოვიდა 2025 წლის საქველმოქმედო კალენდარი, რომლისთვისაც ფერმერებმა იპოზიორეს. ამის შესახებ გამოცემა South West Farmer წერს.
კალენდრის ყველა ფურცელს გახდილი ფერმერების ფოტო ამშვენებს. იმისათვის, რომ ზღვარს არ გადასულიყვნენ, მოყვარული მოდელები სოფლის მეურნეობის ინსტრუმენტებს, ცხოველებს და მოსავალს იფარებენ. კალენდრის გაყიდვით მოგროვილი შემოსავალი, საქველმოქმედო ფონდს „ფერმერები ქალაქის ბავშვებისთვის“ მოხმარდება. ეს ფონდი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარება.
ფერმერთა კალენდარს უკვე 25 წელია ნიკოლა დე პულფორდი – დევონის საგრაფოში მცხოვრები ფერმერი უშვებს და ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის მილიონობით ევრო შეგროვდა და დაიხარჯა.