Ferrari-მ მონცას ავტოდრომზე განახლებული 499P Evo პირველად გამოსცადა. ჰიპერქარი მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატის 2027 წლის სეზონისთვის მზადდება, ხოლო მისი სატესტო გასვლები ვიდეოკამერების ობიექტივში პირველად მოხვდა.
ტესტებში Ferrari-ის პილოტები ანტონიო ფუოკო, ანტონიო ჯოვინაცი, ალესანდრო პიერ გუიდი და მიგელ მოლინა მონაწილეობდნენ. კომპანია ტექნიკურ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა პროტოტიპზე უკვე შესამჩნევია მნიშვნელოვანი ცვლილებები – გადამუშავებულია წინა ნაწილი, გვერდითი აეროდინამიკური ელემენტები, უკანა ფრთა და დიფუზორი.

ჰიბრიდული Ferrari 499P გამძლეობის რბოლებში 2023 წელს გამოჩნდა და ზედიზედ სამჯერ მოიგო „ლე-მანის 24 საათი“ (2023–2025). 2025 წელს Ferrari-მ ასევე FIA WEC-ის მწარმოებელთა ჩემპიონობაც მოიპოვა. თუმცა 2026 წლის სეზონი იტალიური გუნდისთვის ნაკლებად წარმატებულია – ლე-მანზე გამარჯვებების სერია შეწყდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე Ferrari მწარმოებელთა სიაში Toyota-სა და BMW-ს ჩამორჩება.